ისლამ მახაჩევი ილია თოფურიას წაგებას გამოეხმაურა ისლამ მახაჩევი ილია თოფურიას წაგებას გამოეხმაურა » Footballnews ისლამ მახაჩევი ილია თოფურიას წაგებას გამოეხმაურა
გათიშვა

ისლამ მახაჩევი ილია თოფურიას წაგებას გამოეხმაურა

ისლამ მახაჩევი ილია თოფურიას წაგებას გამოეხმაურა
2 დღის და 3 საათის წინ
ნიკა მშვილდაძე

ილია თოფურიამ თეთრ სახლში UFC-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მსუბუქი დივიზიონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლაში ის ჯასტინ გეიჯის შეხვდა. გამარჯვება ამერიკელს დარჩა.

UFC Freedom 250 აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნა. სპეციალურად ამ დღისთვის ოქტაგონი თეთრი სახლის ეზოში დაამონტაჟეს. ბრძოლებს 4000 მაყურებელი ადევნებდა თვალს.

ღონისძიებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი მეუღლე მელანია ტრამპი და UFC-ს პრეზიდენტი დანა უაითი ესწრებოდნენ.

ბრძოლის შედეგს გამოეხმაურა ისლამ მახაჩევი - “ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება! ამ სპორტს დონეები აქვს!“


FACEBOOK კომენტარები