UFC-ს ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა ილია თოფურიას წაგებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
"შენი მეგობარი, არმან ცარუკიანი, ჩემს ძმაზე, ილიაზე, სიბინძურეებს ლაპარაკობს. არმანი კარგი მებრძოლია, მაგრამ ჩემს მეგობარზე ცუდი რამ თქვა. ჯასტინ გეიჯი შენი მეგობარია და მას პატივს ვცემ, მაგრამ გეიჯიზე ცუდად რომ ვილაპარაკო, არ მოგეწონება, ხომ?!
"გული მეც მაქვს... ამ ადამიანებმა, რომლებიც ილიაზე ცუდად ლაპარაკობენ და სიგიჟეებს ამბობენ, გული მატკინეს. ბოლო ორი კვირაა, არ მიძინია — ილიას ჩხუბის გამო... მართლა...
"რაც შეეხება ორთაბრძოლას, პირველ ორ რაუნდში ილია დომინირებდა. გეიჯი კინაღამ დააფინიშა. მეორე რაუნდში პარტერში გადაიყვანა და ზემოდან მუშტები რომ დაერტყა, ჯასტინის საქმე წასული იყო. ეს მან თავად თქვა, თუმცა ილიამ გადაწყვიტა, მახრჩობელა ილეთით მოეგო, რაც არ გამოუვიდა. გეიჯი ოქტაგონზე დაწვა და როგორღაც გადარჩა.
"ილია ერთი თვალით ვერ ხედავდა. პირველ რაუნდში ერთ თვალში დაკარგა მხედველობა, მეორის შემდეგ კი ორივედან ვერ ხედავდა. გეიჯის პატივს ვცემ, მაგრამ ერთი რამ უნდა ვთქვა. შეიძლება შემთხვევითობა იყო, მაგრამ ჯასტინმა ილიას თვალში თითი ნამდვილად მოარტყა", - თქვა მერაბმა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ