როდის დაბრუნდება ილია თოფურია ოქტაგონზე როდის დაბრუნდება ილია თოფურია ოქტაგონზე » Footballnews როდის დაბრუნდება ილია თოფურია ოქტაგონზე
გათიშვა

როდის დაბრუნდება ილია თოფურია ოქტაგონზე

როდის დაბრუნდება ილია თოფურია ოქტაგონზე
2 თვის და 1 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე

ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლის შემდეგ, ილია თოფურიას 180-დღით (6-თვით)  ეკრძალება ოქტაგონზე დაბრუნება, სანამ მას თვალის არეში დაზიანებების გამო ყბა-სახის ქირურგი , ოფიციალურად არ გასცემს ნებართვას.,

როგორც ირკვევა, მას ორივე თვალის ორბიტალური ძვლის მცირე მოტეხილობა აღმოაჩნდა. 

საბედნიეროდ, ქირურგიული ჩარევა საჭირო არ გახდა და იგი მკურნალობასა და რეაბილიტაციას სახლში გადის. 

ექიმების გაცემული 180-დღიანი შეზღუდვის გამო, „ელ მატადორი“ ოქტაგონს 2026 წელს სავარაუდოდ ვეღარ დაუბრუნდება და სრულ გამოჯანმრთელებაზე იქნება ფოკუსირებული.

გარდა ამისა, თავად ჯასტინ გეიჯიმ დაადასტურა, რომ ის 2026 წელს ბრძოლას აღარ აპირებს.


გირჩევთ