როგორც მოგეხსენებათ, UFC 329-ის მთავარი ბრძოლა კონორ მაკგრეგორსა და მაქს ჰოლოუეის შორის გაიმართა და დაპირისპირება, რომელსაც შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ფანები წლების განმავლობაში ელოდნენ კატასტროფულად დასრულდა...
5 წლიანი პაუზის შემდეგ UFC-ის ლეგენდა კვლავ დაბრუნდა ოქტაგონზე, მაგრამ ეს დაბრუნება წარუმატებელი აღმოჩნდა - მაკგრეგორმა ბრძოლის დასაწყისშივე მუხლის ტრავმა მიიღო და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. საბოლოოდ ირლანდიელმა მებრძოლმა გალიაში მხოლოდ 67 წამი გაატარა, რის შემდეგადაც მსაჯმა ბრძოლა შეაჩერა და მაკგრეგორს ტექნიკური ნოკაუტით მარცხი ჩაეთვალა.
კონორ მაკგრეგორის სპორტული დაბრუნება წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ ფინანსურად ირლანდიელმა მებრძოლმა სოლიდური სარგებელი მიიღო. სხვადასხვა ავტორიტერული წყაროს მტკიცებით, მაკგრეგორმა 30 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.
გავრცელებული ინფორმაციით, კონორ მაკგრეგორმა ბრძოლისთვის გარანტირებული ჰონორარი 15 მილიონი მიიღო, რომელსაც დამატებით 15 მილიონი დოლარი სატელევიზიო ტრანსლაციიდან დაემატა.
მხოლოდ ირლანდიელის მიერ მიღებული თანხა გაცილებით მეტია, ვიდრე თეთრ სახლში გამართულ ივენთზე ყველა მებრძოლის მიერ გამომუშავებული საერთო რაოდენობა. ცნობისთვის, თეთრ სახლში, სადაც ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა, ყველა მებრძოლის მიერ გამომუშავებულმა თანხამ 21 მილიონი შეადგინა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ