ლაშა გუჯეჯინმა ჯუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.
"მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიცია.
ეს ნაბიჯი მარტივი არ ყოფილა, თუმცა ვიგრძენი, რომ იმ საქმისადმი, რომელსაც წლების განმავლობაში სრული პასუხისმგებლობითა და ერთგულებით ვემსახურებოდი, საჭირო მოტივაცია აღარ მაქვს.
მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩემს თითოეულ ძიუდოისტს, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში ვიბრძოდი. ერთად გადავიტანეთ გამარჯვების სიხარული და მარცხის სიმძიმე, ერთად მოვიპოვეთ მედლები და არაერთხელ ავაფრიალეთ საქართველოს დროშა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ტატამებზე. ეს მოგონებები და მიღწევები ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული სიამაყის საგანი იქნება.
განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ჩვენს ერთგულ გულშემატკივარს, რომლის მხარდაჭერას ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში ვგრძნობდით.
სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე მომავალში, ყოველთვის დავრჩები საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ გულშემატკივრად!
ცხოვრებაში ყველა დასასრულს ახალი დასაწყისი მოჰყვება. დღეს ვასრულებ ჩემს საქმიანობას ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კვლავ მექნება შესაძლებლობა, ქართული ძიუდოს განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო." - ლაშა გუჯეჯიანი
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ