"მე წავაგე ბრძოლა. არ წამიგია ჩემი ქვეყანა, ჩემი ღირსება" - რომან დოლიძე "მე წავაგე ბრძოლა. არ წამიგია ჩემი ქვეყანა, ჩემი ღირსება" - რომან დოლიძე » Footballnews "მე წავაგე ბრძოლა. არ წამიგია ჩემი ქვეყანა, ჩემი ღირსება" - რომან დოლიძე
გათიშვა

"მე წავაგე ბრძოლა. არ წამიგია ჩემი ქვეყანა, ჩემი ღირსება" - რომან დოლიძე

"მე წავაგე ბრძოლა. არ წამიგია ჩემი ქვეყანა, ჩემი ღირსება" - რომან დოლიძე
34 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

როგორც მოგეხსენებათ, UFC-ს გასულ ღონისძიებაზე რომან დოლიძე რენიერ დე რიდერთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.

ბრძოლის შემდეგ ქართველმა მებრძოლმა საჯარო განცხადება გააკეთა.

"მოგესალმებით, ვიცი რომ ნერვიულობთ, მეც ვინერვიულე.

მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ,

მარცხი არ არის სირცხვილი

ვიცი, რომ დღევანდელი ბრძოლა ცუდად წავიდა. ვიცი, რომ ბევრს ჰქონდა ჩემგან სხვა მოლოდინი და შეიძლება იმედიც გაგიცრუეთ. ამის აღიარების არც მეშინია და არც გავურბივარ.

მე საქართველოს სახელით ვიბრძვი და როცა ვიგებ, თქვენი სიხარული ჩემი სიხარულიც არის. მაგრამ როცა ვმარცხდები, ესეც სპორტის ნაწილია. UFC-ში არავინ შედის გარანტირებული გამარჯვებით. იქ ყოველ ჯერზე ხვდები ადამიანს, რომელიც შენს დამარცხებას ცდილობს.

ჩემი ბრძოლა შეიძლება გააკრიტიკოთ. შეგიძლიათ თქვათ, არასწორი გადაწყვეტილებები მივიღე ან უკეთესი უნდა ვყოფილიყავი ამას როგორც სპორტსმენი მივიღებ და გავაანალიზებ.

მე წავაგე ბრძოლა. არ წამიგია ჩემი ქვეყანა, ჩემი ღირსება და ჩემი გზა.

შევხდებით 19 სექტემბერს საქართველოში", - ამბობს რომანი.

FACEBOOK კომენტარები