ძიუდოისტი აკაკი ჯაფარიძე - მიზეზი სხვა იყო - უშუალოდ მეტოქის მხრიდან.... ძიუდოისტი აკაკი ჯაფარიძე - მიზეზი სხვა იყო - უშუალოდ მეტოქის მხრიდან.... » Footballnews ძიუდოისტი აკაკი ჯაფარიძე - მიზეზი სხვა იყო - უშუალოდ მეტოქის მხრიდან....
გათიშვა

ძიუდოისტი აკაკი ჯაფარიძე - მიზეზი სხვა იყო - უშუალოდ მეტოქის მხრიდან....

ძიუდოისტი აკაკი ჯაფარიძე - მიზეზი სხვა იყო - უშუალოდ მეტოქის მხრიდან....
4 დღის და 8 საათის წინ
ალექსანდრე გავაშელი

ძიუდოისტი აკაკი ჯაფარიძე გერმანელ ძიუდოისტთან მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

ნებისმიერი სახის ფიზიკური აგრესია სპორტში მიუღებელია.მომხდარზე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ.

თუმცა, მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, რომ ეს ინციდენტი სპორტული მარცხით გამოწვეული ემოციის შედეგი არ ყოფილა.

ჩემს კარიერაში გამარჯვებასთან ერთად მარცხიც ყოფილა უფრო მნიშვნელოვან შეხვედრებში, წაგებაც ღირსეულად მიმიღია და არასდროს ყოფილა მარცხი იმის მიზეზი, რომ მოწინააღმდეგის მიმართ აგრესია გამომევლინა.

მიზეზი სხვა იყო - უშუალოდ მეტოქის მხრიდან როგორც სიტყვიერი, ასევე ჟესტიკულაციით შეურაცხმყოფელი ქმედება, რაც ასევე სრულიად მიუღებელია სპორტში და სპორტული ეთიკის ფარგლებში. პირველ რიგში მიუღებელია ჩემთვის, როგორც ქართველისთვის და კაცისთვის. მადლობა ყველას ვინც მხარს მიჭერს." - აკაკი ჯაფარიძე

გირჩევთ