ცნობილია! - ზუსტად რომელ საათზე დაიწყება ალექსანდრე თოფურიას ბრძოლა ცნობილია! - ზუსტად რომელ საათზე დაიწყება ალექსანდრე თოფურიას ბრძოლა » Footballnews ცნობილია! - ზუსტად რომელ საათზე დაიწყება ალექსანდრე თოფურიას ბრძოლა
გათიშვა

ცნობილია! - ზუსტად რომელ საათზე დაიწყება ალექსანდრე თოფურიას ბრძოლა

ცნობილია! - ზუსტად რომელ საათზე დაიწყება ალექსანდრე თოფურიას ბრძოლა
1 საათის და წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

შაბათს, 21 ნოემბერს, UFC-ის ქართველი მებრძოლი ალექსანდრე თოფურია ოქტაგონზე დაბრუნდება. „კონკისტადორი“ კატარის დედაქალაქ დოჰაში გასამართ ტურნირზე მექსიკელ სანტიაგო ლუნას დაუპირისპირდება.

ქართველი სპორტსმენისთვის ეს UFC-ში მესამე შეხვედრა იქნება. დაპირისპირება სუპერმსუბუქ წონაში გაიმართება და სამ რაუნდზეა გათვლილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრძოლა სრული დისტანციის გავლის შემთხვევაში 15 წუთს გაგრძელდება.

ალექსანდრე თოფურიასა და სანტიაგო ლუნას შეხვედრა ტურნირის პრელიმინალური ნაწილის ბოლო ბრძოლად არის დაგეგმილი.

UFC-ის ოფიციალური განრიგის მიხედვით, მთავარი ქარდი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. შესაბამისად, ქართველი მებრძოლის გამოსვლა დაახლოებით 21:30 საათზეა მოსალოდნელი.

თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ბრძოლის დაწყების ზუსტი დრო მის წინ ჩანიშნული შეხვედრების ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. ამიტომ გულშემატკივრებს ვურჩევთ, ტრანსლაციას 21:15 საათიდან ადევნონ თვალი, რათა ალექსანდრეს ოქტაგონზე გამოსვლა არ გამოტოვონ.

შეგახსენებთ, რომ თოფურიას მეტოქე 22 წლის სანტიაგო ლუნა იქნება, რომელიც ქართველი მებრძოლის დამარცხებასა და UFC-ში საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას შეეცდება.


გირჩევთ