ილია თოფურია: “მახაჩევთან ვიბრძოლებ და ორი წონის ჩემპიონი გავხდები” ილია თოფურია: “მახაჩევთან ვიბრძოლებ და ორი წონის ჩემპიონი გავხდები” » Footballnews ილია თოფურია: “მახაჩევთან ვიბრძოლებ და ორი წონის ჩემპიონი გავხდები”
გათიშვა

ილია თოფურია: “მახაჩევთან ვიბრძოლებ და ორი წონის ჩემპიონი გავხდები”

ილია თოფურია: “მახაჩევთან ვიბრძოლებ და ორი წონის ჩემპიონი გავხდები”
2 წლის და 7 თვის წინ
გიორგი ჭანტურია

UFC-ის მსოფლიო ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ესპანურ მედიასთან საინტერესო პრესკოფერენცია გამართა:

“ჩემი მომდევნო ბრძოლისთვის 3 ვარიანტს ვხედავ. კონორ მაკრეგორის წინააღმდეგ, მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ, თუ ის BMF-ის ტიტულს მოიგებს და შონ ო’მალი, თუ ის ჩიტო ვერას დაამარცხებს. ამჟამად ვოლკანოვსკისთან რემატჩის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ალექსმა დაისვენოს.

კიდევ ერთი ბრძოლა და ამის შემდეგ ჩვენ ისლამ მახაჩევი გველოდება. ეჭვი არ მეპარება, რომ ორი წონის ჩემპიონი გავხდები. Pound For Pound-ზე ჩემი პირველობის დრო დადგება. ბრძოლა, რომელსაც დიდი საიმოვნებით მივიღებდი, არის ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ, თუმცა ახალ სხვა გეგმები მაქვს. ახლა დროა, რომ კონორი ესპანეთში ჩამოვიდეს, მას შეუძლია, რომ 4 შვილი ჰყავდეს. 

მე მჯერა, რომ ესპანეთში მალე MMA-ის ბუმი იქნება. მე მათთვის არ ვსაუბრობ, ვისაც ეს სპორტი ძალადობრიბად მიაჩნია. ახლა მაქვს შესაძლებლობა, რომ მათ ამ სპორტის ღირებულებები ვასწავლო.

MMA-ის კარიერის დასრულების შემდეგ კრივში კანელო ალვარესთან ჩხუბს ვაპირებ”. - განაცხადა  ილია თოფურიამ.

შეგახსენებთ, რომ ილია მარტში საქართველოში ჩამოსვლასაც გეგმავს.

გირჩევთ