თარიღი გადაიდო? - როდის იგეგმება დვალიშვილისა და ო’მალის საჩემპიონო ჩხუბი თარიღი გადაიდო? - როდის იგეგმება დვალიშვილისა და ო’მალის საჩემპიონო ჩხუბი » Footballnews თარიღი გადაიდო? - როდის იგეგმება დვალიშვილისა და ო’მალის საჩემპიონო ჩხუბი
გათიშვა

თარიღი გადაიდო? - როდის იგეგმება დვალიშვილისა და ო’მალის საჩემპიონო ჩხუბი

თარიღი გადაიდო? - როდის იგეგმება დვალიშვილისა და ო’მალის საჩემპიონო ჩხუბი
2 წლის და 3 თვის წინ
გიორგი ჭანტურია

როგორც მოგეხსენებათ, UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქამარზე მერაბ დვალიშვილს 14 სექტემბერს შონ ო’მალის წინააღმდეგ უნდა ებრძოლა.

She Loves The gloves-ის ინფორმაციით, დვალიშვილის ბრძოლა დეკემბრამდე გადაიდო, რაც ო’მალიმ ერთ-ერთ ინტერვიუში დაადასტურა:

“როგორც ჩემთვის უთქვამთ, [ჩემი და მერაბის] ბრძოლის ზუსტი თარიღი თვის ბოლოს ეცოდინებათ. ვიტოვებ იმედს, რომ “სფერო” იქნება, მაგრამ რომც დეკემბერი და ვეგასი იყოს, ესეც მისაღებია. მომწონს ვეგასში ბრძოლა. 

არა მგონია, მერაბმა ბევრი რამ ისწავლოს ალჯოსთან ბრძოლისგან. ამ ბრძოლის დროს იქ იყო, ყველაფერი თავისი თვალებით ნახა, მაგრამ სანამ უშუალოდ ჩემს წინ არ აღმოჩნდები, რთულია, მიხვდე, რამდენად სწრაფი ვარ. [საქმე-საქმეზე რომ მიდგება,] სულ სხვა რამეა. 

ჩემი აზრით, ალჯო უფრო რთული მეტოქე იყო, ვიდრე მერაბი იქნება. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა გაჩუმდება, როდესაც კარდიოს და ჭიდაობის მეფეს დავამარცხებ. 

ამ ბრძოლაშიც ნოკაუტს ვხედავ, ან კიდევ ერთ დომინანტურ პერფორმანსს, როგორიც ჩიტოსთან მქონდა.

ძალიან კი გამიკვირდა, რომ ფანებს ჩემი მერაბთან ბრძოლა უფრო უნდოდათ, ვიდრე ილიასთან. მეგონა, რომ ილია ბევრად უფრო საშიში და სახიფათო მეტოქეა. მაგრამ მე იმას გავაკეთებ, რაც ხალხს სურს - 100% მერაბთან ბრძოლა მირჩევნია. 

ზედა წონაში ილიასთანაც ბრძოლის იდეა მომწონს, მაქსსთანაც. გააჩნია, ხალხს რა უნდა: თუ უნდათ - ქამარს დავიცავ, თუ უნდათ - ზედა წონაში ავალ. ჩემთვის სულერთია და ორივეზე ვარ თანახმა.”

როგორც შონ ო’მალის გუშინდელი ინტერვიუდან ჩანს, მისი ტიტულის მორიგი დაცვა მერაბ დვალიშვილთან, სავარაუდოდ, დეკემბერში, ლას-ვეგასში გაიმართება. 

მიუხედავად ამისა, 14 სექტემბერს ისტორიულ ქარდზე დიდი ალბათობით ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის დაპირისპირებას ვიხილავთ.

გირჩევთ