

როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთი დატოვა და სამშობლოში სანაკრებო ბატალიებისთვის დაბრუნდა, მისი "რუბინში" დაბრუნება კი თითქმის გამორიცხულია.
რუსული მედიის ინფორმაციით, ქართველი გარემარბის ოჯახი მუდმივი მუქარის ქვეშაა, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელს რუსეთი ოფიციალურად ჯერ კიდევ არ დაუტოვებია.
მოსკოვის "ტორპედოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილმა მეკარემ ანზორ კავაზაშვილმა ამასთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა.
"აღშფოთებული ვარ! ასე როგორ შეიძლება?! ოჯახის მიმართ მუქარას ვინც ბედავს, ყველა ციხეში უნდა ჩასვან! ქართველებისა და რუსების ერთმანეთის საწინააღმდეგოდ განწყობა აბსურდია, რადგან ჩვენ ერთმორწმუნე ერები ვართ.
გაიგეთ, რომ არა ხვიჩას, არამედ მის მშობლებს ემუქრებიან. თუ საქართველოში არ დარჩება, შესაძლოა, მის მშობლებს რამეც კი დაუშავონ. ვფიქრობ, მას რუსეთის დატოვება მოუწევს.
ხვიჩა კარგი ბიჭია. სამწუხაროა, რომ ასეთ ასაკში ბიჭს უკანმოუხედავად გაქცევას აიძულებენ. დღესდღეობით, საქართველოში ფეხბურთის დონე ძალიან დაბალია. მას "რუბინის" შემდეგ კარი გაეხსნა როგორც კარგ მოსკოვურ გუნდებში, ასევე ევროპაშიც. ძალიან სამწუხაროა", - განაცხადა კავაზაშვილმა.