• 23-08-2023
    კვარაცხელიამ დე ლაურენტისს მოთხოვნა წაუყენა - რა სურს ქართველ ფეხბურთელს
    კვარაცხელიამ დე ლაურენტისს მოთხოვნა წაუყენა - რა სურს ქართველ ფეხბურთელს

    იტალიის გასული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია წლიური 1.2-მილიონიანი ხელფასით "ნაპოლიში" ერთ-ერთი დაბალანაზღაურებადია. კონტრაქტის გაფორმებისას ის სხვა სიტუაციაში იმყოფებოდა, ახლა ვითარება სრულიად სხვაგვარია და მისი სტატუსიც.

    გუშინ IL MATTINO იტყობინებოდა, რომ შეიძლება ხელშეკრულების განახლების სანაცვლოდ გასამრჯელოს 5 მილიონამდე გაზრდა მოითხოვოს, დღეს კი იგივე გამოცემა წერს, რომ ახლა მოლაპარაკებები ხელფასის მინიმუმ 6 მილიონ ევრომდე გაზრდაზე მიმდინარეობს - ბონუსების და სასპონსორო გარიგებების გარეშე.

    ხაზგასმულია, რომ ეს "კვარადონასთვის" "ოქროს ანაზღაურება" იქნება, კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს ფეხბურთელების გასამრჯელოს მომატების მოთხოვნის გამო თავსატეხი გაუჩნდა,

    ვიქტორ ოსიმენს 12 მილიონს დაჰპირდნენ და "კვარას" აგენტი მამუკა ჯუღელი მზადაა დონ აურელიოს კარზე დაუკაკუნოს. ანგარიშის მოყვარულმა დე ლაურენტისმა 16 თვის წინ "კვარასთან" უჩვეულო ხელშეკრულება გაჩარხა, მაგრამ ახლა იძულებული იქნება პირობებს გადახედოს, რამეთუ ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ ტალანტს მთხოვნელების რიგი დაუდგა.

    SpazioNapoli აღნიშნავს, რომ ქართველი მოთხოვნით ნეაპოლურ კლუბს აფრთხობს და მოლაპარაკებები განსაკუთრებულად წარმატებულად არ მიმდინარეობს იმ ფონზე, როდესაც ფეხბურთელის მიმართ ინტერესს რამდენიმე კლუბი იჩენს.

    Facebook კომენტარები