• 29-06-2022
    შოთა არველაძის “ჰალ სიტიმ” ზაფხულის პირველი ტრანსფერი განახორციელა
    შოთა არველაძის “ჰალ სიტიმ” ზაფხულის პირველი ტრანსფერი განახორციელა

    28 წლის პორტუგალიელი მცველი, ტობიას ფიგუეირედო კარიერას "ჰალ სიტიში" გააგრძლებს. ინფორმაციას ბრიტანული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.


    1 ივლისს გამოცდილი ფეხბურთელს "ნოთინგემ ფორესტთან" კონტრაქტი ამოეწურება და შედეგად შოთა არველაძის გუნდის ზაფხულის პირველი ტრანსფერი იქნება.


    საგულისხმოა, რომ 28 წლის ფეხბურთელმა ახალ გუნდთან 2 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.


    ცნობისთვის, ტობიას ფიგუეირედოს კარიერის მანძილზე "სპორტინგში", "ნასიონალსა" და "ნოთინგემ ფორესტში" უთამაშია.


    Facebook კომენტარები