• 05-08-2022
    მიქაუტაძე "ბარნლის" დაუკავშირეს
    მიქაუტაძე "ბარნლის" დაუკავშირეს
    Aa

    გიორგი მიქაუტაძემ ახალი სეზონი ჩინებულად დაიწყო. ლიგა 2-ის პირველი ტურის მატჩში ის "მეცს" გოლითა და საგოლე გადაცემით დაეხმარა. ყველაფერი იმისკენ მიუთითებს, რომ ქართველი თავდამსხმელი "შინდისფერთა" მთავარი იმედი იქნება შეტევაში, თუმცა თუ ბოლო ცნობებს დავეყრდნობით, მათ ეს იმედი შეიძლება დაკარგონ კიდეც.


    როგორც ბრიტანელი ჟურნალისტი ბრედ ჯონსი წერს, გიორგიმ შეიძლება თავი ინგლისის ჩემპიონშიფის ბინადარ "ბარნლიში" ამოყოს.


    წყაროს თანახმად, ინგლისელთა დაინტერესება რეალურია. მიუხედავად ამისა, მათ "მეცისთვის" ოფიციალური შეთავაზებით ჯერ არ მიუმართავთ. მათ არც გადაუწყვიტავთ, ამ ნაბიჯს გადადგამენ თუ არა.


    შეგახსენებთ, რომ "ბარნლის" სათავეში "მანჩესტერ სიტის" ლეგენდა ვინსენ კომპანი უდგას. ჩემპიონშიფი მათ წარმატებულად დაიწყეს და გასვლაზე "ჰადერსფილდს" მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოუგეს.


    რაც შეეხება მიქაუტაძს, "მეცთან" კონტრაქტი მას 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

    Facebook კომენტარები