იტალიური "ნაპოლისთვის" ცუდად დაწყებული სეზონი არანაკლებ ცუდად გრძელდება. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "პარტენოპეის" ნიგერიელი ცენტრფორვარდი, ვიქტორ ოსიმენი 1 თვით გამოაკლდა.
ნეაპოლელებს მეტოქეთა კარში გოლების გატანა ისედაც უჭირდათ ხოლმე, ახლა კი მათთვის ეს კიდევ უფრო პრობლემური ამოცანა გახდება.
რუდი გარსიას გუნდის უბედურებას ერთ-ერთი იტალიური გამოცემის მიერ გავრცელებული ცნობაც "ემატება", რომლის თანახმადაც, სუპერკომპიუტერი მიიჩნევს, რომ "ნაპოლი" სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებას მე-8 პოზიციაზე დაასრულებს.
ცხადია, მსგავს პროგნოზებზე დარდში იტალიის მოქმედი ჩემპიონები დიდ დროს არ დაკარგავენ, მაგრამ გუნდისგან წარუმატებლობას რომ გაცილებით მეტად ელიან, ვიდრე წარმატებას, უფრო და უფრო აშკარა ხდება.
შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა, ლიდერს 7 ქულით ჩამორჩება, გუნდის მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია კი ჩემოდნებზე ზის.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ