• 26-06-2023
    ჩავი ბროზოვიჩს მოცდას სთხოვს
    ჩავი ბროზოვიჩს მოცდას სთხოვს
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონა" მარსელო ბროზოვიჩის ტრანსფერზე დანებებას არ აპირებს, - იუწყება Relevo.

    კატალონიური გრანდის შანსი არც ისე დიდია, რადგან მილანის "ინტერი" 30 წლის ნახევარმცველის გაყიდვას ჩქარობს.

    ჟურნალისტ მატეო მორეტოს ინფორმაციით, ბროზოვიჩზე წნეხს "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელიც ზრდის. ჩავი ერნანდესი ხორვატს ცოტაოდენ დროს სთხოვს, რათა კლუბმა ოფიციალური შეთავაზების გაკეთება მოახერხოს.

    იმ შემთხვევაში, თუ მარსელო საუდის არაბულ კლუბს აშკარა უარს ეტყვის, "ბარსაში" მისი გადაბარგების ალბათობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

    სხვათა შორის, FootMercato წერს, რომ "ალ ნასრის" აღმასრულებელი დირექტორი ახლა მილანში იმყოფება და "ნერაძურის" წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.

    იმ შემთხვევაში, თუ ბროზოვიჩის მომავალი მომდევნო საათებში გაირკვა, მაშასადამე, იგი არაბეთის ნახევარკუნძულზე გააგრძელებს კარიერას.

    Facebook კომენტარები