ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის მიერ იტალიის ჩემპიონატის მოგებას გამოეხმაურა ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის მიერ იტალიის ჩემპიონატის მოგებას გამოეხმაურა » Footballnews ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის მიერ იტალიის ჩემპიონატის მოგებას გამოეხმაურა
გათიშვა

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის მიერ იტალიის ჩემპიონატის მოგებას გამოეხმაურა

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის მიერ იტალიის ჩემპიონატის მოგებას გამოეხმაურა
1 თვის და 3 კვირის წინ
ალექსანდრე გავაშელი

იტალიის ჩემპიონატში ჩემპიონი გაირკვა. ლიდერებმა ბოლო ტურის მატჩები პარასკევს ითამაშეს.

„ნაპოლი“ ბოლო ტურის წინ ერთი ქულით ასწრებდა „ინტერს“ და მოგებით ინაღდებდა ტიტულს. სხვათა შორის, ბოლო 15 სეზონში ეს იყო მხოლოდ მეორე შემთხვევა, როცა სკუდეტოს ბედი ბოლო ტურში წყდებოდა.

კონკურენტების შეხვედრა ერთდროულად დაიწყო. „ნაპოლი“ შინ იღებდა „კალიარის“, „ინტერი“ კი სტუმრად თამაშობდა „კომოსთან“.

პირველმა გოლი „ინტერმა“ გაიტანა და გახდა „ცოცხალი“ ცხრილის ლიდერი, თუმცა ცოტა ხნით – შესვენებამდე „ნაპოლიმ“ სკოტ მაკტომინეის „მაკრატელათი“ გახსნა ანგარიში. ეს შოტლანდიელის მე-12 გოლი იყო სერია A-ში.

51-ე წუთზე „ნაპოლი“ კიდევ უფრო მიუახლოვდა ტიტულს, რომელუ ლუკაკუს გოლის შემდეგ. ბელგიელმა ჩემპიონატში 14 გოლი დააგროვა. ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და ძალაში დარჩა „ნაპოლის“ ერთქულიანი უპირატესობა.

„ნაპოლი“ ბოლო სამ წელიწადში – მეორედ, სულ კი მეოთხედ გახდა იტალიის ჩემპიონი. გუნდის მთავარი მწვრთნელისთვის, ანტონიო კონტესთვის ეს მეხუთე სკუდეტოა. აქამდე მან სამჯერ გააჩემპიონა „იუვენტუსი“ და ერთხელ – „ინტერი“.

ნაპოლის ჩემპიონობას გამოეხმაურა ხვიჩა კვარაცხელია. მან ზეიმის ვიდეო ინსტაგრამზე გააზიარა და ყურადღება ქომაგებზე გაამახვილა.

FACEBOOK კომენტარები