• VIDEO: ოქროს სიტყვებია, ოსი - ვიქტორმა პირდაპირ ეთერში ხვიჩა კვარაცხელიაზე აქამდე უცნობი რამ გაიხსენა

    13-04-2024
    VIDEO: ოქროს სიტყვებია, ოსი - ვიქტორმა პირდაპირ ეთერში ხვიჩა კვარაცხელიაზე აქამდე უცნობი რამ გაიხსენა
    Aa

    ვიქტორ ოსიმენი სტუმრად იყო ჯონ ობი მიკელის პოდკასტში, სადაც ნაპოლიში თავის თანაგუნდელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

    მას იტალიაში მაგიურს ეძახიან. ის საოცარი ტალანტია, არ მგონია, არსებობდეს მცველი, რომელიც მას გააჩერებს, როდესაც კვარა თამაშის ხასიათზეა.

    ის შარშან საოცარი იყო, რუსეთის ლიგიდან მოვიდა. კვარა გასახდელშიც ძალიან კარგი ადამიანია, ყველას უყვარს.

    მან ზუსტად იცის, სად ვარ მოედანზე, ერთმანეთს კარგად ვუგებთ. თითქმის 8 ასისტი მომცა გასულ სეზონში.

    როდესაც პირველ ვარჯიშზე მოვიდა, ფიტნეს მენეჯერთან ერთად ვიყავი, დავინახე, რასაც აკეთებდა, იტანდა უამრავ გოლს. როდესაც ვარჯიში დაასრულა, გასახდელში შემოვიდა, მარტო ვიყავი და დავუძახე , ჰეი, საიდან ხარ? 

    მოვუყევი კლუბის, ჩვენი წესების შესახებ, ის ინგლისურად კარგად საუბრობს და ერთმანეთს საოცრად ვუგებთ. მანაც მითხრა, როგორ მოვქეცეულიყავი, როდესაც ბურთი ექნებოდა.

    როდესაც სეზონი დაიწყო, მე და ის ისე ვმოქმედებდით, როგორც მესი და სუარესი. 

    Facebook კომენტარები