“6 ბოთლი წყალი დავლიე, ცუდად ვარ...” - რა მოხდა მატჩის შემდეგ “6 ბოთლი წყალი დავლიე, ცუდად ვარ...” - რა მოხდა მატჩის შემდეგ » Footballnews “6 ბოთლი წყალი დავლიე, ცუდად ვარ...” - რა მოხდა მატჩის შემდეგ
გათიშვა

“6 ბოთლი წყალი დავლიე, ცუდად ვარ...” - რა მოხდა მატჩის შემდეგ

“6 ბოთლი წყალი დავლიე, ცუდად ვარ...” - რა მოხდა მატჩის შემდეგ
4 საათის და 7 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

როგორც მოგეხსენებათ, პარი სენ-ჟერმენმა უეფას სუპერ თასის ფინალში ასტონ ვილა ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

გამოსარჩევია ხვიჩა კვარაცხელიას თამაში, რომელმაც პარიზელები დააწინაურა და გამარჯვებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, კვარამ გამარჯვება გუნდთან ერთად იზეიმა, შემდეგ ოჯახის წევრებთან, გასახდელში შესვლისას კი ის დოპინგ კონტროლზე წაიყვანეს.

აქ მას 2 საათზე მეტ ხანს მოუწია ლოდინი, რის გამოც გუნდის ავტობუსი მას ვეღარ დაელოდა და სასტუმროში დარბუნება ავტომობილით მოუწია.

დოპინგიდან გამოსულ კვარას გარეთ ოთარ კიტეიშვილი და ქართველი ჟურნალისტები დახვდნენ, რომლებთან ერთადაც ფეხბურთელმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

FACEBOOK კომენტარები