"მე არ მელაპარაკოთ, "ინტერს" ელაპარაკეთ" - ჰაქანის უარი "ბაიერნს" "მე არ მელაპარაკოთ, "ინტერს" ელაპარაკეთ" - ჰაქანის უარი "ბაიერნს" » Footballnews "მე არ მელაპარაკოთ, "ინტერს" ელაპარაკეთ" - ჰაქანის უარი "ბაიერნს"
გათიშვა

"მე არ მელაპარაკოთ, "ინტერს" ელაპარაკეთ" - ჰაქანის უარი "ბაიერნს"

"მე არ მელაპარაკოთ, "ინტერს" ელაპარაკეთ" - ჰაქანის უარი "ბაიერნს"
4 თვის და 1 კვირის წინ
ირაკლი ხასაია

2024 წლის ზაფხულში მილანის "ინტერის" თურქი ნახევარმცველით, ჰაქან ჩალჰანოღლუთი მიუნხენის "ბაიერნი" იყო დაინტერესებული. "რეკორდმაისტერი" 32 წლის ფეხბურთელის აგენტსაც დაუკავშირდა, თუმცა საქმე ამაზე შორს არც წასულა.

ბავარიელთა ინტერესზე და საკუთარ გადაწყვეტილებაზე ჩალჰანოღლუ Corriere dello Sport-ს გაესაუბრა.

"ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობდა და ჩემს აგენტს არაფერი უთქვამს, სანამ იგი არ დასრულდა. შემდეგ მან დამირეკა და მითხრა, რომ ეს ვარიანტები არსებობდა. მას სიტყვა გავაწყვეტინე და ვუთხარი: "მე ნუ მელაპარაკები, "ინტერს" ელაპარაკე. ისე მოვიქცევი, როგორც ისინი იტყვიან!"

მე მხოლოდ მადლიერი ვარ "ინტერისა" და იმ ადამიანებისა, რომლებიც კლუბის ნაწილი არიან. ისინი ყოველთვის მხარში მედგნენ. განსაკუთრებით ეს ბატონ აუზილიოზე ითქმის. ის ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც სპორტულ, ასევე პირად დონეზე. სწორედ მან დამიბრუნა თავდაჯერება და მაგრძნობინა, რომ "ინტერისთვის" შეიძლება მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვყოფილიყავი.

სწორედ ამიტომაა, რომ ჩემს კარიერაზე გადაწყვეტილებებს ყოველთვის "ინტერი" მიიღებს," - თქვა ჩალჰანოღლუმ.

ბატონი, რომელსაც ჰაქანი ასე ემადლიერება, "ნერაძურის" სპორტული დირექტორი, პიერ აუზილიოა. სწორედ მან მოიყვანა ჩალჰანოღლუ "მილანიდან" "ინტერნაციონალეში".

30 წლის ჰაქანი "ინტერს" 2021 წლის ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და სერია ა-ს ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად იქცა. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 მატჩში თურქის მონაგარი 5 გოლი და 2 ასისტია.

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ