ლონდონის "ტოტენჰემში" კრიზისი მძვინვარებს. "დეზებმა" პრემიერ ლიგის ბოლო 5 მატჩში 4 წააგეს, ბევრი კი უკვე ალაპარაკდა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ენჟ პოსტეკოგლუს პასუხისმგებლობის დადგომაზე.
მიუხედავად ამისა, Mail Sport ირწმუნება, რომ ავსტრალიელი სპეციალისტის თანამდებობას ჯერ საფრთხე არ ემუქრება, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა შედეგების გაუმჯობესების საჭიროებასაც ხედავს.
პოსტეკოგლუს სასარგებლოდ ორი რამ მუშაობს:
1. "ტოტენჰემი" ევროპა ლიგის ფაზის საუკეთესო 8 გუნდში შესვლის კარგ შანსს ინარჩუნებს.
2. "დეზები" კარაბაოს თასის ნახევარფინალში არიან.
დიდი ალბათობით, სწორედ კარაბაოს თასის ნახევარფინალური ჯახები გადაწყვეტს პოსტეკოგლუს ბედს. იქ "სპურსის" მეტოქე "ლივერპულია", მატჩები კი 8 იანვარსა და 6 თებერვალსაა ჩანიშნული.
აქვე გეტყვით, რომ "ტოტენჰემი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციაზეა და ხუთეულს 6 ქულით ჩამორჩება. 29 დეკემბერს "სპურსი" "ვულვერჰემპტონს" დაუპირისპირდება.