ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, ვლადიმერ გუცაევმა გიორგი მამარდაშვილზე საინტერესო განცხადება გააკეთა.
"ლივერპული" მსოფლიოს საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდია, გიორგი მამარდაშვილი კი ახალი სეზონიდან ამ გუნდის წევრი გახდება.
"არიან მეკარეები, რომლებიც ისეთი რანგის ტურნირზე, როგორიც ევროპის ჩემპიონატია, მაღალ დონეზე ერთ ან ორ შეხვედრას ატარებენ. გიორგიმ კი მთელი ევრო 2024 უმაღლეს დონეზე ითამაშა.
"ძალიან გამიკვირდა, რომ ესპანურმა გრანდებმა, მადრიდის "რეალმა" და "ბარსელონამ" ასეთი მეკარე ხელიდან გაუშვეს, რადგან ორივე გუნდს მეკარეების პრობლემა აქვთ.
"მე ვფიქრობ, კარგია, რომ მამარდაშვილს ალისონის მსგავსი მეკარე ეყოლება გვერდში, რადგან მისგან ბევრს ისწავლის", - თქვა გუცაევმა.