როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის პირველ მატჩში არსენალმა პსჟ-ს უმასპინძლა.
სტუმრებმა შეხვედრა მინიმალური სხვაობით 1:0 მოიგეს.
აღნიშნულ დაპირისპირებაში ყველაზე საკამათო მომენტი ხვიჩა კვარაცხელიასა და იურიენ ტიმბერის ეპიზოდი იყო, როცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა.
ამ მომენტთან დაკავშირებით გავლენიანი ფრანგული გამოცემა "L'equipe" ოფიციალურ დასკვნას აქვეყნებს:
"ხვიჩა კვარაცხელია საჯარიმოში შეიჭრა, ვილიამ სალიბასა და ბუკაიო საკას შორის მოექცა, უკნიდან ხელი იურიენ ტიმბერმა წაჰკრა, თუმცა არბიტრმა სლავკო ვინჩიჩმა ჩათვალა, რომ წესების დარღვევა საკმარისად აშკარა არ იყო".
გამოცემის აზრი ასევე ფრანგმა მსაჯმა საიდ ენდჯიმიმ დაადასტურა:
"თერთმეტმეტრიანი იყო. „კვარას“ ხელით შეეხნენ, მან ცოტა „გააფორმა“, მაგრამ პენალტი უნდა დანიშნულიყო. ასევე წარმოუდგენელია, ტიმბერმა რატომ არ მიიღო მომდევნო მომენტში „კვარას“ უხეშად შეჩერებისთვის ყვითელი ბარათი“.