30 წლის მცველს, გიორგი ჯიქიას, "სპარტაკმა" კონტრაქტი არ გაუგრძელა, კარგა ხანი უგუნდოდ იყო, რამდენიმე დღის წინ კი "ხიმკის" ფეხბურთელი გახდა. საფეხბურთო აგენტმა ვადიმ შპინევმა განმარტა, რატომ არ უფორმებენ საზღვარგარეთული კლუბები ხელშეკრულებას რუსეთის მოქალაქეობის მქონე ფეხბურთელებს.
"ევროპულ კლუბებს რუსი ფეხბურთელები სპეციალური სამხედრო ოპერაციის (უკრაინაში შეჭრას და ომს ასე უწოდებენ - რედ.) გამო არ სჭირდებათ. თქვენ რომ იცოდეთ, ამ ზაფხულს რამდენი ქვეყანა მოვიარე და საუკეთესო შემთხვევაში მოვისმინე ფრაზა: "კარგი, ჩვენ ვნახავთ". ესპანურ, გერმანულ და იტალიურ ჩემპიონატებს ჩვენ უბრალოდ არ ვჭირდებით. გამოდის ის, რაც გამოდის.
ჯიქიას რუსული პასპორტი აქვს, ქართული კი რომ ჰქონდეს - ყველაფერი სრულიად სხვანაირად იქნებოდა. როგორც მინიმუმ, საემიროებში წავიდოდა. როგორც კი დაინახავენ, რომ ადამიანი რუსია, მაშინვე მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ. რუსული ტოპ-კლუბები ნიდერლანდელებს, გერმანელებს და იტალიელებს ყიდულობენ, თუმცა ახლა მთელი სამყარო ჩვენ წინააღმდეგაა! მათ შორის, ფეხბურთშიც. თქვენ წარმოგიდგენიათ, რამდენი ენერგია დავხარჯე მიშა პროკოპცის კომპანია Sila-სთან, რათა ბიჭები (ძმები მირანჩუკები) სამუშაოზე მომეწყო. მუდმივი კავშირი არსებობდა, ჩემთვის ყველაზე რთული სატრანსფერო ფანჯარა იყო", - ციტირებს შპინევს Metaratings-ი.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ