გიორგი მიქაუტაძემ სეზონის ბოლოსთვის „ლიონის“ შემადგენლობაში არსებული ვითარება შეაფასა და საკუთარ პროგრესზე, თანაგუნდელებთან ქიმიასა და მომავალზე გაამახვილა ყურადღება.
„ვფიქრობ, წარმატებული სეზონი მაქვს. უფრო მეტი დრო მივიღე მოედანზე, რაც დამატებით მოტივაციას მაძლევს. მიუხედავად იმისა, რომ „ლიონი“ კარგად ვიცოდი, აქ დაბრუნებისას ახალ გარემოში მოვხვდი – სხვა ფეხბურთელები, ახალი მწვრთნელი – შესაბამისად, გარკვეული დრო დამჭირდა, რომ ყველაფერს შევგუებოდი.
მატჩის დროს ზედმეტად არ ვნერვიულობ – უბრალოდ, ვცდილობ, ჩემი მაქსიმუმი დავდო. მიხარია, რომ ვითარება თანდათან უმჯობესდება. თავიდან ადვილი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ახლა თავს ბევრად კომფორტულად ვგრძნობ და კმაყოფილი ვარ.
ზოგჯერ ინტუიციაზე ვთამაშობ. ჩემსა და ჩერკის შორის კარგად აწყობილი ურთიერთგაგებაა. როდესაც მასთან ერთად ვარ მოედანზე, წინასწარ ვგრძნობ, საით წავა ბურთი – და ამისთვის მუდამ მზად უნდა ვიყო, რადგან ის ისეთი პასებს აკეთებს, რომლებიც სხვებისთვის შეუმჩნეველი რჩება.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემი სახელი „ლიონის“ ისტორიაში დარჩეს. რაც შეეხება ჭორებს შესაძლო ტრანსფერზე – ვცდილობ, ყურადღება არ მივაქციო და მაქსიმალურად ვიყო კონცენტრირებული მიზანზე, რაც ჩემპიონთა ლიგის ზონის დაპყრობაა.
გუნდში რომ მოვედი, მითხრეს, ლაკაზეტთან ერთად მომიწევდა თამაში. მართალია, მინდოდა, უფრო მეტი დრო გამეტარებინა მის გვერდით, მაგრამ ფეხბურთში ასე ხდება. მაინც მგონია, რომ ჩვენი წყვილი Ligue 1-ის დონეზე კარგად იმუშავებდა. ის ჭკვიანი მოთამაშეა, ბევრს შრომობს და ყოველთვის მხარს მიჭერს – მიხარია, რომ ჩემს გვერდითაა“, – აღნიშნა მიქაუტაძემ.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
