„ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას პირველი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი აღიარებს, რომ გუნდის დატოვების მიზეზი პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან ხშირი უთანხმოება იყო – ამ ყველაფერზე იტალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს.
„გუნდი დავტოვე, რადგან აღარ მინდოდა გამეგრძელებინა დაპირისპირება ადამიანთან, რომელმაც ნეაპოლისთვის ბევრი გააკეთა, მაგრამ ძალიან ეგოისტია. მასთან ყველა დეტალზე ჩხუბით დავიღალე. მაგალითად, ფეხბურთელების შვილებისთვის მაისურების მოთხოვნით ან სასტუმროების მუდმივი შეცვლით.
მოკლედ, ნეაპოლში მუშაობის პერიოდში ერთდროულად ორ მატჩს ვთამაშობდი – ერთს მეტოქეების წინააღმდეგ, ხოლო მეორეს – კლუბის პრეზიდენტის წინააღმდეგ. მუდმივი დაპრისპირება ხშირად კონფლიქტის ზღვარზე გადიოდა.
საჩემპიონო სეზონში, როდესაც კონკურენტებს 12 ქულით ვასწრებდით, ერთ-ერთი რთული მატჩის წინ მომწერა, რომ შემეძლო გუნდიდან წავსულიყავი და ამით ბიჭები დამემუხტა. ვუპასუხე – გმადლობ ღირებული რჩევისთვის, მე ეს მემახსოვრება.
ჩემპიონობის მოპოვების დღეს, როდესაც მთელი ნეაპოლი სიხარულისგან ზეიმობდა, არც მე და არც ფეხბურთელებს არ მოგვილოცა. გარკვეული პერიოდის შემდეგ პრეზიდენტის წერილი კასტელ-ვოლტურნოს ბაზის ახალმა დირექტორმა გადმომცა, სადაც ოფიციალური მოლოცვის შემდეგ შემახსენა, რომ ხელშეკრულება ავტომატურად უნდა გამეგრძელებინა.
პრეზიდენტს ხშირად ავიწყდებოდა, რომ ჩვენ ვიყავით არა მხოლოდ მისი თანამშრომლები, არამედ ადამიანებიც და საკუთარი შეხედულებები გაგვაჩნდა. მას ასევე წერილობით ვუპასუხე, რომ ეს საკითხი უნდა განგვეხილა. მან კი, საჯარო გამოსვლაში პირდაპირ განაცხადა: სპალეტი „ნაპოლში“ დარჩება.
განსხვავებულად რომ მოქცეულიყო და უფრო მეტი ყურადღება გამოევლინა, კიდევ დავრჩებოდი თუ არა „ნაპოლიში?“ ეს არის კითხვა, რომელსაც დადებითად ვუპასუხებდი. ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველთვის მადლობელი ვიქნები დე ლაურენტისის, რომ „ნაპოლიში“ მუშაობის საშუალება მომცა“.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
