გამოცემა Spazionapoli-ს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ „ნაპოლი“ სკუდეტოს ძალიან მიუახლოვდა და კლუბს იტალიის ჩემპიონობისკენ გზა თითქმის გაკაფული აქვს, ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა ჩემპიონად ოფიციალურად არ აღიარონ — რაც მართლაც უცნაურ და ირონიულ ვითარებად შეიძლება შეფასდეს.
ქართველმა ფეხბურთელმა სეზონის პირველი ნახევარი წარმატებით ჩაატარა და კლუბს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის დღევანდელ პოზიციამდე. კვარაცხელიამ 17 მატჩში 1187 წუთი ითამაშა, გაიტანა 5 გოლი და მიითვალა 3 საგოლე გადაცემა — ეს მაჩვენებელი ჯაკომო რასპადორისზე უკეთესია, რომელსაც 863 წუთში იგივე გოლების რაოდენობა და მხოლოდ ერთი ასისტი აქვს. თუმცა მიუხედავად ამისა, რადგან იანვარში „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა და ამჟამად „ნაპოლის“ რიგებში რეგისტრირებული აღარ არის, არსებობს ბიუროკრატიული რისკი, რომ მას ჩემპიონთა მედალი არ მიენიჭოს.
სერია A-ს წესების მიხედვით, ასეთ შემთხვევებში საბოლოო გადაწყვეტილება კლუბს ეკუთვნის. როგორც გამოცემა აღნიშნავს, საკითხის გადაწყვეტა მთლიანად „ნაპოლის“ ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული. იმის გათვალისწინებით, რომ კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ხვიჩას მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა, გამოცემა იმედს არ კარგავს, თუმცა ხაზგასმით ამბობს — „ამ სიტუაციაში ყველაფერი არც ისე მარტივია და შესაძლოა მედლის აღება მართლაც რთული ან საერთოდ შეუძლებელი აღმოჩნდეს“.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
