როგორც მოგეხსენებათ, გიორგი ქოჩორაშვილის “სპორტინგში” ტრანსფერი მარტის ბოლოს ოფიციალურად დადასტურდა.
როგორც ჩანს, პორტუგალიურ გუნდს ქართველი შუახაზელის შეძენა აქამდეც სურდა. “ლევანტეს” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ფელიპე მინაბრესმა ყველაფერს ფარდა ახადა:
“ანდრეას გარსიას ასტონ ვილაში გადასვლამდე სპორტინგს სურდა მისი შეძენა. ჰუგო ვიანის ზარზე ვუპასუხე და ქოჩორაშვილის შესახებ ვესაუბრე. ვიანამ მიპასუხა: “ფელიპე, მისი გაფორმება შარშანაც გვინდოდა, მაგრამ ვერ გავუშვით მოთამაშეები, რომელთა გაყიდვის შედეგადაც მის შეძენას შევძლებდით”. - განაცხადა მინაბრესმა.
ცნობისთვის, ქოჩორამ კონტრაქტს ხელი 2027 წლის ზაფხულამდე მოაწერა.