24 წლის მარჯვენა მცველი ჟერემი ფრიმპონგი “ლევერკუზენის” შემადგენლობაში ბრწყინვალედ ასპარეზობს.
გავლენიანი სპორტული გამოცემა Diario Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჰანსი ფლიკი ფრიმპონგის შეძენით პირადად ინტერესდება.
საგულისხმოა, რომ ჟერემის შეძენა “ბარსელონას” 35 მილიონი ევრო დაუჯდება.
ცნობისთვის, ფრიმპონგმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 46 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.