40 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ “ალ-ნასრს” ტოვებს.
ლეგენდარულმა პორტუგალიელმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:
“ეს თავი დასრულდა. ისტორია? კვლავ გრძელდება. მადლობელი ვარ ყველაფრისთვის”. - განაცხადა რონალდუმ.
ცნობისთვის, კრიშტიანუმ “ალ-ნასრში” 3 სეზონი გაატარა და არაბული ფეხბურთის სრული რევოლუცია მოახდინა.