როგორ იცით, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში "პსჟ"-მ მაიამის "ინტერი" 4:0 დაამარცხა.
აღნიშნული თამაშის შემდეგ ვეტერანმა ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"ლეო მესის პსჟ-სთან არ წაუგია, "ინტერმა" წააგო. მესის გვერდით ქანდაკებები ჰყავს და არა თანაგუნდელები, ისინი ისე დარბიან, თითქოს ზურგზე ცემენტის ტომრები ჰკიდიათ.
"მესი რომ ნამდვილ გუნდში თამაშობდეს, ნამდვილ ლომს ნახავდით. დამიჯერეთ, ლეოს კიდევ შეუძლია გააკეთოს ის, რასაც მოთამაშეების 99 პროცენტი ვერ მოახერხებს", - თქვა ზლატანმა.