Sport24-ის ცნობით, უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ანდრეი შევჩენკომ, პსჟ-ში გადასვლის წინ ილია ზაბარნის სთხოვა, ფრთხილად იყოს რუს მეკარე მატვეი საფონოვთან ურთიერთობაში.
ზაბარნის მეუღლემ, ანგელინა ზაბარნაიამ კლუბისა და აგენტების თხოვნით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული რუსების შეურაცხმყოფელი პოსტი წაშალა, თუმცა დაწერა, რომ ილია და მატვეი არ მეგობრობენ:
„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დამეგობრდნენ და თვითმფრინავში ერთმანეთის გვერდიგვერდ ზიან. მგონია, ჩვენი პოზიცია ყველასთვის გასაგებია. პრინციპებს არ ვღალატობთ. ფრანგული მედია ამით მეტი ყურადღების მიპყრობას ცდილობს და სისულელეებს იგონებენ, რასაც მტკიცებულება არ აქვს“.
საქმეში საფონოვის მეუღლეც ჩაერთო. მარინა კონდრატიუკმა (გვარით თუ ვიმსჯელებთ უკრაინელია) განაცხადა, რომ მატვეის გამო ძალიან ნერვიულობს, ასეთი რამეების წაკითხვა ძნელია, თუმცა იმისათვის, რათა პროვოცირება არ მოახდინოს, არაფრის თქმა არ შეუძლია.
თავად მატვეი კი პარიზში ახალ სახლს ეძებს, ვინაიდან უნდათ თავი უფრო კომფორტულად იგრძნონ, თავიანთ დიდ ძაღლზეც ფიქრობენ, საფრანგეთის დედაქალაქში ცხოვრება კი მოსწონთ, სადაც ბევრი რამ ნახეს და კიდევ უფრო მეტი სანახავი აქვთ.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ