ტრამპის იმედი აქვთ - დაბრუნდება თუ არა რუსეთი სპორტულ მსოფლიო ასპარეზზე ტრამპის იმედი აქვთ - დაბრუნდება თუ არა რუსეთი სპორტულ მსოფლიო ასპარეზზე » Footballnews ტრამპის იმედი აქვთ - დაბრუნდება თუ არა რუსეთი სპორტულ მსოფლიო ასპარეზზე
გათიშვა

ტრამპის იმედი აქვთ - დაბრუნდება თუ არა რუსეთი სპორტულ მსოფლიო ასპარეზზე

ტრამპის იმედი აქვთ - დაბრუნდება თუ არა რუსეთი სპორტულ მსოფლიო ასპარეზზე
3 დღის და 2 საათის წინ
გიორგი სოხაძე

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთი და რუსული გუნდები ყველანაირი სპორტული ღონისძიებებიდან მოხსნეს.

დღესდღეისობით კი სიტუაცია იცვლება:

რუსებს ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმედი აქვთ. მათ მიაჩნიათ, რომ რუსეთის ნაკრებსა და რუსულ კლუბებს პრეზიდენტი საერთაშორისო ასპარეზზე დაბრუნებაში დაეხმარება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, მომავალში რუსეთისა და აშშ-ს ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩის გამართვა იგეგმება.

რუსეთის ფეხბურთის კავშირის გენერალურმა მდივანმა მაქსიმ მიტროფანოვმა განაცხადა, რომ ალასკაზე შეხვედრის გამართვას მოსკოვში ან ვაშინგტონში თამაში სჯობს, რადგან სათამაშოდ ამ ქალაქებში უკეთესი პირობებია.

ფიფას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის და რუსეთის ფეხბურთის კავშირის საპატიო პრეზიდენტის, ვიაჩესლავ კოლოსკოვის აზრით, საქმე უკეთესობისაკენ მიდის:

"შედეგებზე საუბარი ნაადრევია, ჯერ საჭიროა მოილაპარაკონ. ასეთი თამაშის ჩატარება შესანიშნავი იქნებოდა. ეს სპორტული დიპლომატიის მუშაობის რეალური მაგალითი გახდებოდა. საერთაშორისო ფეხბურთისთვის გარღვევა იქნებოდა. თანაც აშშ საკმაოდ ძლიერი მეტოქეა.

ალბათ, უკეთესია ორი მატჩის გამართვა: ერთის ამერიკაში, ხოლო მეორის რუსეთში. ისე როგორც თავის დროზე ჰოკეიში. დიდებული სიახლეა და საბოლოო ჯამში მისი რეალიზება ჩინებულია. ტრამპმა ადრე საკუთარი აზრი გამოთქვა მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსეთის შესაძლო დაშვების შესახებ. ე.ი. საქმის კურსშია", - განაცხადა მან.

მოგეხსენებათ, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აშს-ში მექსიკასა და კანადაში იმართება.

FIFA-ს პრეზიდენთან, ჯანი ინფანტინოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე დონალ ტრამპს ვლადიმერ პუტინის შესაძელო დაპატიჟებასთან დაკავშირებით ჰკითხეს:

"ვფიქრობ, პუტინს ჩამოსვლა შეუძლია. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, უახლოეს ხანში რა მოხდება. შეიძლება ჩამოვიდეს, შეიძლება - არა. ძალიან ბევრი სხვადასხვა მოვლენა ხდება", - თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.

როგორც ჩანს საფეხბურთო და სპორტული ამბები არა ფედერაციების, არამედ მტავარ პოლიტიკურ მოედნებზე წყდება.

FACEBOOK კომენტარები