ისრაელს საერთაშორისო ტურნირებიდან არ მოკვეთენ, - იტყობინება Israel Hayom-ი.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უეფას აღმასკომს ისრაელის მოკვეთა უნდა განეხილა, თუმცა გამოცემის ცნობით, ეს საკითხი უკვე აღარ დგას დღის წესრიგში.
აღნიშნულია, რომ ამ პროცესში მონაწილეობა აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა მიიღეს, ზეწოლა განახორციელეს და უეფას მოუწოდეს „არ დაარღვიოს სტატუს-კვო“. წყაროს მტკიცებით, ისრაელს დახმარება დიპლომატებმა, საფეხბურთო ასოციაციების წარმომადგენლებმა და სპორტული საზოგადოების სხვა მაღალჩინოსნებმა გაუწიეს. ისრაელის ფეხბურთის ასოციაცია ევროპულ ტურნირებზე მონაწილეობის შეჩერებას გადაურჩა და თელ-ავივის „მაკაბი“ ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.
უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთი 2022 წლიდან ფიფასა და უეფას მიერ საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთილია. ისრაელის საკითხთან დაკავშირებით „სპორტ-ექსპრესთან“ კომენტარი სახელმწიფო დუმის დეპუტატმა დმიტრი სვიშევმა გააკეთა, რომლის თქმით, წესით ისრაელი უნდა დაესაჯათ, რუსეთის მიმართ სტრატეგიული შეცდომა იქნა დაშვებული, ახლა ისრაელის მოკვეთას ბევრი ქვეყანა მოითხოვს და თუ ეს არ მოხდა, ლოგიკურია რუსეთის დაბრუნების საკითხი დაისვას.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ