კვარაცხელიას ოცნება არსად გამქრალა“ — Areanapoli ქართველზე წერს კვარაცხელიას ოცნება არსად გამქრალა“ — Areanapoli ქართველზე წერს » Footballnews კვარაცხელიას ოცნება არსად გამქრალა“ — Areanapoli ქართველზე წერს
გათიშვა

კვარაცხელიას ოცნება არსად გამქრალა“ — Areanapoli ქართველზე წერს

კვარაცხელიას ოცნება არსად გამქრალა“ — Areanapoli ქართველზე წერს
1 კვირის და 2 დღის წინ
გიორგი არახამია

იტალიური გამოცემა Areanapoli ხვიჩა კვარაცხელიას მომავალს კიდევ ერთხელ შეეხო.

გამოცემის ცნობით, ქართველი ფეხბურთელი ამჟამად პსჟ-ში თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს, თუმცა მისი დიდი ოცნება კვლავ მადრიდის „რეალში“ თამაშია.

სტატიის მიხედვით, კვარაცხელიას ოცნება არასდროს გამქრალა და სამომავლოდ მისი „რეალში“ ტრანსფერი გამორიცხული არ არის.

Areanapoli წერს, რომ ხვიჩას საოცარი პროგრესი და სტაბილური ასპარეზობა პსჟ-ში აუცილებლად მიიპყრობს მადრიდელთა ყურადღებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ „რეალი“ მომავალ სეზონებში ფლანგის გაძლიერებას გადაწყვეტს.

წყარო ხაზს უსვამს, რომ კვარაცხელიას პროფესიონალიზმი და მენტალიტეტი იდეალურად შეესაბამება „რეალის“ ფილოსოფიას — კლუბის, რომელიც ყოველთვის აფასებს შრომისმოყვარეობასა და გამორჩეულ ტალანტს.

მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიდან" პარიზულ კლუბში 2025 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარის დროს გადავიდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ "პარი სენ - ჟერმენის რიგებში ქართველმა პირველივე სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო.



FACEBOOK კომენტარები