სლოტი: "ასეთი პერიოდი ყველას აქვს, ის ისევ იპოვის თავის ფორმას" სლოტი: "ასეთი პერიოდი ყველას აქვს, ის ისევ იპოვის თავის ფორმას" » Footballnews სლოტი: "ასეთი პერიოდი ყველას აქვს, ის ისევ იპოვის თავის ფორმას"
გათიშვა

სლოტი: "ასეთი პერიოდი ყველას აქვს, ის ისევ იპოვის თავის ფორმას"

სლოტი: "ასეთი პერიოდი ყველას აქვს, ის ისევ იპოვის თავის ფორმას"
3 დღის და 15 საათის წინ
გიორგი არახამია

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი, არნე სლოტი მოჰამედ სალაჰის ბოლო მატჩებში საგოლე არაზუსტობაზე საუბრობს და მის დაბრუნებაში დარწმუნებულია.

„არ ვიცი, ეს უბრალოდ შემთხვევითობაა თუ არა, მაგრამ ფეხბურთელებს მსგავსი კრიზისული პერიოდები ხშირად აქვთ — ხანდახან აფუჭებენ მომენტებს."

"სალაჰიც ადამიანია, ჩვენ უბრალოდ არ ვართ მიჩვეული, რომ ის რამდენჯერმე ზედიზედ ვერ ასრულებს ეპიზოდებს გოლით,“ – თქვა სლოტმა.

„მთავარია, რომ ის მუდამ იტანდა და ისევ გაიტანს. ყველაზე ნაკლებად ამის გამო ვინერვიულებ."

"ტრენტ ალექსანდერ-არნოლდთან ერთად ის წლებია თამაშობდა და შესაძლოა გარკვეული დისბალანსიც ამას უკავშირდებოდეს. მაგრამ საერთო ჯამში, პოზიციებზე ისევ კარგად დგება და შეტევებში აქტიურია,“ – დასძინა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.

„როცა ზაფხულში გუნდში ბევრი ცვლილებაა, ბუნებრივია, ახალ პარტნიორებთან დრო სჭირდება საერთო ქიმიის მოსაძებნად. მო გამონაკლისი არც ამ შემთხვევაშია", - თქვა სლოტმა.

FACEBOOK კომენტარები