ტრაგედია სერბეთში — მატჩის დროს მწვრთნელი გარდაიცვალა ტრაგედია სერბეთში — მატჩის დროს მწვრთნელი გარდაიცვალა » Footballnews ტრაგედია სერბეთში — მატჩის დროს მწვრთნელი გარდაიცვალა
გათიშვა

ტრაგედია სერბეთში — მატჩის დროს მწვრთნელი გარდაიცვალა

ტრაგედია სერბეთში — მატჩის დროს მწვრთნელი გარდაიცვალა
3 თვის და 1 კვირის წინ
გიორგი არახამია

სერბეთის უმაღლესი ლიგის მატჩი საშინელი ინციდენტით დასრულდა.

 „რადნიჩკის“ მთავარი მწვრთნელი, მლადენ ჟიჟოვიჩი, შეხვედრის მიმდინარეობისას მოულოდნელად დაეცა და გულის შეტევა დაემართა.

სამწუხაროდ, ექიმების ყველა მცდელობის მიუხედავად, 44 წლის სპეციალისტის გადარჩენა ვერ მოხერხდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ჟიჟოვიჩის გუნდი 2:0-ს იგებდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, სტადიონზე შოკისმომგვრელი სიჩუმე სუფევდა — მატჩი მაშინვე შეწყდა.

ჟიჟოვიჩი ბოსნიელი იყო და შარშან ბოსნიის ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს „რადნიჩკიში“ ის სულ ათი დღის დანიშნული იყო.

FACEBOOK კომენტარები