„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში მოედანზე დაბრუნების შანსი მინიმალურია. ფრანგული გამოცემა L'Équipe-ის ცნობით, ფეხბურთელის მძიმე ტრავმის გათვალისწინებით, მისი გამოჯანმრთელების პროცესი, სულ მცირე, ექვსიდან შვიდ თვემდე გაგრძელდება.
„სტრასბურის“ ყოფილი ექიმის, ფრანსუა პიეტრას შეფასებით, კვარაცხელიას მაისამდე დაბრუნება პრაქტიკულად წარმოუდგენელია, ხოლო სეზონის დასკვნით ეტაპზე მისი თამაში სასწაულის ტოლფასი იქნება.
„ყველა ფეხბურთელის ორგანიზმი ინდივიდუალურია, თუმცა მსგავსი ტრავმის შემდეგ აღდგენას, როგორც წესი, ექვსიდან შვიდ თვემდე სჭირდება. ამასთან, კლუბები ხშირად მხოლოდ ჯვარედინი იოგის გაწყვეტის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას და არ აკონკრეტებენ დამატებით დაზიანებებს, რომლებმაც რეაბილიტაცია შესაძლოა, კიდევ უფრო გაახანგრძლივოს.
სასწაული იქნება, თუ ის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე დაბრუნდება. ნებისმიერი გართულება ამ შესაძლებლობას კიდევ უფრო შეამცირებს. იდეალური ფიზიკური მომზადების შემთხვევაშიც კი, დრო ძალიან შეზღუდული იქნება“, – განაცხადა პიეტრამ.
ფრანგული გამოცემის ინფორმაციით, რეაბილიტაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც კი, ქართველი ფეხბურთელისთვის ოპტიმალური სათამაშო ფორმის აღდგენა დამატებით დროს მოითხოვს. შესაბამისად, საეჭვოა მისი მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც, თუკი პარიზული კლუბი გადამწყვეტ მატჩამდე მიაღწევს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა 20 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მესამე ტურში, „ბარსელონასთან“ შეხვედრისას (4:2) მიიღო. სამედიცინო გამოკვლევამ მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგის სრული გაწყვეტა დაადასტურა. ქართველ ფეხბურთელს უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება.
„პარი სენ-ჟერმენს“ კვარაცხელიას დაბრუნების ოფიციალური თარიღი ჯერჯერობით არ დაუსახელებია.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ