გამჟღავნდა ქვეყნები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსეთის დაბრუნებას საერთაშორისო ფეხბურთში  გამჟღავნდა ქვეყნები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსეთის დაბრუნებას საერთაშორისო ფეხბურთში  » Footballnews გამჟღავნდა ქვეყნები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსეთის დაბრუნებას საერთაშორისო ფეხბურთში 
გათიშვა

გამჟღავნდა ქვეყნები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსეთის დაბრუნებას საერთაშორისო ფეხბურთში 

გამჟღავნდა ქვეყნები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსეთის დაბრუნებას საერთაშორისო ფეხბურთში 
5 საათის და 10 წუთის წინ
გიორგი არახამია

ტირანაში გამართულ უეფას აღმასკომის სხდომაზე განხილულ იქნა რუსეთის საერთაშორისო ფეხბურთში დაბრუნების საკითხი, რის შემდეგაც ცნობილი გახდა ქვეყნების პოზიციები ამ თემაზე.

პოლონეთმა, ბალტიის ქვეყნებმა (ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი), უკრაინამ, საფრანგეთმა, გერმანიამ, ნიდერლანდებმა, დანიამ, ბელგიამ, ინგლისმა, ირლანდიამ, შოტლანდიამ და ისლანდიამ მხარი დაუჭირეს რუსეთის დისკვალიფიკაციის გაგრძელებას.

მეორეს მხრივ, შვედეთი, ფინეთი და ნორვეგია განიხილავენ ახალგაზრდული და ქალთა გუნდების დაბრუნების შესაძლებლობას — მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა და რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდებიან.

პორტუგალია, ესპანეთი, იტალია, შვეიცარია, სლოვაკეთი, სლოვენია და ჩეხეთი მზად არიან განხილონ რუსეთისთვის ნაწილობრივი შეზღუდვების მოხსნა უეფასთან შეთანხმებით, მაშინ როცა ბულგარეთი, სერბეთი, ბოსნია, საბერძნეთი, უნგრეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი მხარს უჭერენ მის სრულფასოვან დაბრუნებას.

საბოლოო გადაწყვეტილება 2026 წლის 12 თებერვალს ბრიუსელში, უეფას კონგრესზე მიიღება, სადაც იმსჯელებენ როგორც რუსული კლუბების ევროთასებზე მონაწილეობაზე, ისე ასაკობრივი ნაკრებების დაბრუნებაზე.

შეგახსენებთ, რუსეთის კლუბები და ნაკრებები 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული უეფას ტურნირებში მონაწილეობას ვერ იღებენ უკრაინაში აგრესიის დაწყების შემდეგ.

FACEBOOK კომენტარები