პოლიციამ მატჩის გადადება მოითხოვა! - რა ხდება პარიზში თამაშამდე პოლიციამ მატჩის გადადება მოითხოვა! - რა ხდება პარიზში თამაშამდე » Footballnews პოლიციამ მატჩის გადადება მოითხოვა! - რა ხდება პარიზში თამაშამდე
გათიშვა

პოლიციამ მატჩის გადადება მოითხოვა! - რა ხდება პარიზში თამაშამდე

პოლიციამ მატჩის გადადება მოითხოვა! - რა ხდება პარიზში თამაშამდე
1 საათის წინ
ნიკა მშვილდაძე

პარიზში მიმდინარე არეულობისა და უსაფრთხოების შესაძლო რისკების გამო, საფრანგეთის პოლიციის ერთ-ერთი პროფკავშირი პარის სენ-ჟერმენისა და „ბარსელონას“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის გადადების ინიციატივით გამოდის.

როგორც გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, პროფკავშირის წარმომადგენელმა შეხვედრის სხვა თარიღზე გადატანა მოითხოვა, რადგან დედაქალაქში შესაძლო ახალი არეულობის საფრთხე არსებობს.

თუმცა, საფრანგეთის მთავრობამ მატჩის გადადება გამორიცხა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა დაადასტურა, რომ პსჟ-სა და „ბარსელონას“ შეხვედრა 20 ოქტომბერს დაგეგმილ დროს გაიმართება.

ამასთან, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნიუმ საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად ქვეყნის ცალკეულ ტერიტორიებზე კომენდანტის საათის ნაწილობრივი დაწესების ინიციატივა გამოაცხადა. მისი განმარტებით, შეზღუდვები ლოკალური იქნება და მთელი პარიზის მასშტაბით კომენდანტის საათის შემოღება არ იგეგმება

ცნობისთვის, აღნიშნული სუპერ მატჩი ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება.

გირჩევთ