ბოლო თვეში კატალონიის "ბარსელონა" ლამინე იამალთან კონტრაქტის განახლების საკითხს აქტიურად განიხილავს.
როგორც კლუბის პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა ამბობს, თითქმის ყველაფერი მოგვარებულია.
ერთ-ერთი ესპანური გამოცემა ასაჯაროვებს ლამინეს ხელფასს განახლებული კონტრაქტის მიხედვით:
იამალის ხელფასი წლიურად 25 მილიონი ევრო იქნება, ამას ემატება კონტრაქტის განახლების ბონუსი 25 მილიონი, რომელიც ყოველი წლის ხელფასს 5-5 მილიონად დაემატება.
ამასთანავე ლამინეს კონტრაქტში ბევრი ბონუსი აქვს და ჯამურად მისი წლიური ხელფასი 40 მილიონი ევრო იქნება.
ამ ყველაფერს კი კლუბის ტიტულებიდან და ინდივიდუალური ჯილდოებიდან გამომდინარე კიდევ სოლიდური თანხა დაემატება.
ასეთი სტილის კონტრაქტი "ბარსაში" ლიონელ მესის ჰქონდა - უშუალოდ ხელფასი ფეხბურთელისთვის ჩვეულებრივი ციფრი, თუმცა ბონუსები ამ თანხას ბევრად ზრდის.
ცნობისთვის, ამჟამინდელი კონტრაქტით იამალის ხელფასი 1,6 მილიონია.