ვეტერანმა ფრანგმა ნახევარმცველმა ემანუელ პეტიმ Talksport-სთან ინტერვიუში „პარი სენ-ჟერმენის“ მიმდინარე სეზონზე და კლუბში მომხდარ ცვლილებებზე ისაუბრა.
„არსენალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში განხორციელებულმა ცვლილებებმა საბოლოოდ შედეგი გამოიღო.
„ლუის ენრიკეს გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ. მასთან ერთად „ბარსელონაში“ ერთი სეზონი გავატარე, მაგრამ უნდა ვაღიარო — დღეს პსჟ-ს სათავეში შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს. წლების განმავლობაში ეს გუნდი ჩემთვის აუტანელი იყო — ზედმეტად ამაყად იქცეოდნენ და თითქოს სჯეროდათ, რომ ფულით ყველაფრის ყიდვა შეეძლოთ. როცა მათი თამაში მხვდებოდა ტელევიზორში, ვთიშავდი ხოლმე“, — აღნიშნა პეტიმ.
მისივე თქმით, ენრიკეს ხელში მხოლოდ ტაქტიკა და სისტემა არ გაუმჯობესებულა, არამედ გუნდმა ის მოიპოვა, რაც აქამდე აკლდა — საერთო სული და ბრძოლისუნარიანობა.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს“ შეხვდება. დაპირისპირება 31 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
