ლონდონის „არსენალმა“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ გამართულ ორმატჩიან დაპირისპირებაში დამარცხდა, ხოლო ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად ფრანგული კლუბის ქართველი ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია იქცა.
როგორც პოლონურმა გამოცემა Weszlo წერს, კარიერის ადრეულ ეტაპზე კვარაცხელია ლონდონურ კლუბში გადაბარგებას ახლოს იყო, თუმცა „არსენალმა“ ტრანსფერზე საბოლოოდ უარი თქვა. ამ თემაზე დეტალურად ისაუბრა კლუბის ყოფილმა სკაუტმა ტომაშ პასეჩნიმ.
„2022 წელს, სანამ კვარაცხელია „ნაპოლიში“ გადავიდოდა, მისი შეძენა შესაძლებელი იყო. ნეაპოლურმა კლუბმა იგი ყაზანის „რუბინიდან“ მხოლოდ 10 მილიონ ფუნტად იყიდა და დღეს ეს ტრანსფერი ერთ-ერთ საუკეთესო ბიზნესად ითვლება. თუმცა იმ პერიოდში ბევრი ეჭვი არსებობდა – მათ შორის, ფსიქოლოგიური მდგრადობის კუთხით“, – განაცხადა პასეჩნიმ.
მისი თქმით, ერთ-ერთ თამაშზე, რომელიც ყაზანში გაიმართა მოსკოვის „დინამოს“ წინააღმდეგ, კვარაცხელიამ შეცვლაზე შევიდა და თამაშში ჩავარდნა ჰქონდა: „ორი წარუმატებელი დრიბლინგის შემდეგ გულშემატკივრების რეაქცია ნეგატიური იყო, მან კი თავდაჯერებულობა დაკარგა. რთული იყო ეთქვა ვინმეს, შეძლებდა თუ არა იმ დონის გამოწვევებთან გამკლავებას, რასაც პრემიერლიგა მოითხოვს“.
პასეჩნის თქმით, მაშინდელმა სკაუტურმა განყოფილებამ საბოლოოდ უარი თქვა ფეხბურთელის ტრანსფერზე:
„გვესმოდა, რომ ხვიჩა ნიჭიერი იყო, მაგრამ რთული იყო პროგნოზის გაკეთება, შეძლებდა თუ არა ლიდერად ჩამოყალიბებას. იმ დროს კლუბმა გადაწყვიტა, კონტრაქტზე არ წასულიყო, მე კი ანგარიშში ყველა შესაძლო რისკი უნდა დამეფიქსირებინა“.
მოგვიანებით კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაატარა, სერია A მოიგო და დღეს უკვე „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთ ლიდერად ითვლება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
