„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ის ბოლო ტურში „ოსერთან“ დუბლი შეასრულა და ყველა ცნობილმა საერთაშორისო საფეხბურთო პორტალმა მატჩის მოთამაშედ დაასახელა.
საფრანგეთის ჩემპიონატის 34-ე ტურის დაპირისპირებაში ქართველმა ვარსკვლავმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი საბოლოო შედეგი დააფიქსირა 3:1. ეს მისთვის საფრანგეთის ლიგაში შესრულებული პირველი დუბლი აღმოჩნდა.
„ოსერთან“ ქართველის თამაშს ორმა ცნობილმა ინტერნეტ-პორტალმა, Whoscored-მა და Sofascore-მ იდეალური შეფასება, 10,0 ქულა დაუწერა და მატჩის მოთამაშედ დაასახელა. კვარაცხელია Flashscore-მაც შეხვედრის MVP-დ აღიარა, მაგრამ შედარებით დაბალი ქულა დაუწერა -8,9.
„პარი სენ-ჟერმენში“ იანვარში გადასულმა ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა1-ში ჩატარებულ 14 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. მანამდე „ნაპოლის“ ფორმით იტალიის სერია A-ში ანგარიშზე 5 გოლი და 3 ასისტი ჩაიწერა. ანუ ტოპ-ლიგაში მის ანგარიშზე სულ 9 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
სულ იმდინარე სეზონში ქართველმა თავდამსხმელმა პარიზელების ფორმით ყველა ტურნირზე (ლიგა1, საფრანგეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა) 24 მატჩი ჩაატარა და ანგარიშზე 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
