ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად საფეხბურთო ანალიტიკოსი რიო ფერდინანდი ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ „პარი სენ-ჟერმენის“ ბაზას ეწვია.
ფერდინანდმა ხვიჩა კვარაცხელიასთან საკუთარი არხისთვის ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ქართველმა ფეხბურთელმა გუნდში არსებულ ვითარებაზე, ადაპტაციის პროცესსა და თანაგუდნელებზე ისაუბრა. კვარაცხელიამ ასევე აღნიშნა, რომ ბავშვობაში მისთვის მისაბაძი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო იყო, ხოლო პარიზში გადასვლის შემდეგ ყველაზე რთული „ლივერპულის“ ინგლისელ მცველთან, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდთან თამაში აღმოჩნდა.
განსაკუთრებული ხაზი ლუის ენრიკეს როლს გაუსვა
„პარი სენ-ჟერმენთან“ ადაპტაცია ძალიან სწრაფად გაიარე. მწვრთნელს შენთვის გეგმა ჰქონდა?
კლუბს ჩემი შეძენა გასულ წელსაც სურდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო „ნაპოლიში“ დავრჩი. მწვრთნელს ჩემთან მუშაობა უნდოდა და ამის შესახებ მაშინაც მითხრა. როდესაც პსჟ-ს წევრი გავხდი, ამიხსნა, თავიდან გამიჭირდებოდა, მაგრამ თანმიმდევრული და კონცენტრირებული უნდა ვყოფილიყავი. შემატყობინა, რომ ძალიან კარგი შემტევი ფეხბურთელები ჰყავდა გუნდს, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო დაცვის დახმარებაც. ამ მოთამაშეებისთვის რაიმე ახალის ჩვენება ურთულესი იყო. ვფიქრობდი, ფიზიკურად ძლიერი ვყოფილიყავი და თითოეული მატჩისთვის სრული ყურადღება დამეთმო, დავხმარებოდი მცველებს.
თანამდეროვე ფეხბურთში ყველაფერი ძალიან სისტემურია. საინტერესოა, რომ ლუის ენრიკე მისვლისთანავე დაცვაში მუშაობაზე გესაუბრა, მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან თავისუფლად მოძრაობთ შეტევაშიც. შეგიძლია ამიხსნა, როგორ ხდება ეს?
მისი გადაწყვეტილებით, მოედანზე პოზიციების შეცვლა თავისუფლად შეგვიძლია. ეს ცვლილებები გვეხმარება, რადგან მოწინააღმდეგე ვერ ხვდება, როგორ ვთამაშობთ. შეიძლება მატჩი მარცხენა გარემარბად დავიწყო, მაგრამ მალე მარჯვენა ფლანგზე აღმოვჩნდე. წარმატების მთავარი საფუძველი სწორედ ეს თავისუფლებაა. როდესაც შემტევი ხარ, მნიშვნელოვანია, შეგეძლოს პოზიციის შეცვლა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
