საფრანგეთის თასის ფინალში პარი სენ-ჟერმენმა რეიმსი 3:0 დამაჯერებლად დაამარცხა და სეზონში მეორე ტიტული მოიპოვა.
აღნიშნული მატჩი ხვიჩა კვარაცხელიამ გამოტოვა. ფრანგული მედიის ცნობით, მას თავის ტკივილი აწუხებდა.
როგორც ლუის ენრიკემ მატჩის შემდეგ განმარტა, ხვიჩა კარგადაა და გუნდმა მისი დასვენება გადაწყვიტა.
„კვარამ თამაში ვერ შეძლო, რადგან გახურების შემდეგ თავი კარგად ვერ იგრძნო და ოდნავ თავბრუსხვევა დაეწყო. გადავწყვიტეთ, რომ არ გვეყარა რისკი და დაესვენა. ახლა ის სახლშია და თავს კარგად გრძნობს. სერიოზული არაფერია და სამშაბათისთვის ვარჯიშისთვის მზად იქნება.
ჩვენ ბევრი მაღალი დონის მოთამაშე გვყავს, რომელთაც შეუძლიათ თამაში, ამიტომ რისკზე წასვლა არ გვინდა. ფეხბურთში ასეთი რამ ხანდახან ხდება,“ – განაცხადა ლუის ენრიკემ.