საფრანგეთის „ლიონს“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე იცავს, ფიფამ სერიოზული სანქცია დაუწესა – მომდევნო სამ სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს ახალი მოთამაშეების რეგისტრაცია ეკრძალება.
ინფორმაციას ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe ავრცელებს.
სასჯელის მიზეზად 2000 ევროს ოდენობის დავალიანება სახელდება, რომელიც კლუბს ტრანსფერებთან დაკავშირებული საკომისიო მომსახურებისთვის უნდა გადაეხადა.
ფიფას ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სანამ ეს ვადა არ ამოიწურება – 2026 წლის ზაფხულამდე – „ლიონს“ აეკრძალება როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული ფეხბურთელების დარეგისტრირება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
თუმცა, თავად კლუბი პოზიციას არ იზიარებს და ირწმუნება, რომ აღნიშნული დავალიანება უკვე დაფარულია. შესაბამისად, ფიფას მხრიდან დაწესებულ სასჯელს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და გადაწყვეტილების შეცვლას ან სასჯელის გადახედვას ელის.
შეგახსენებთ, რომ „ლიონმა“ მიმდინარე სეზონი ლიგა 1-ში მეექვსე პოზიციაზე დაასრულა და შემდეგ სეზონში ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
