ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი გუნდისთვის „პარი სენ-ჟერმენი“ ახალ სტადიონს ააგებს. ეს ინფორმაცია ოფიციალურადაც დადასტურდა – პარიზულმა კლუბმა შესაბამისი განცხადება გაავრცელა.
როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე პსჟ შინაურ შეხვედრებს „პარკ დე პრენსზე“ ატარებს, რომელიც პარიზის მერიას ეკუთვნის. არენისთვის კლუბი წლიურად 1.5 მილიონ ფუნტს იხდის. პარიზელებს სურდათ სტადიონის შესყიდვა და განახლება, თუმცა მერიამ ამის ნება არ დართო – სწორედ ამან უბიძგა კლუბს ახალი არენის პროექტისკენ.
ახალი სტადიონის ასაშენებლად ორი ადგილი განიხილება – მასი, რომელიც პარიზის სამხრეთით მდებარეობს და პუასი, კლუბის საწვრთნელი ბაზის მიმდებარედ. ფრანგული პრესის ცნობით, მშენებლობის სავარაუდო ბიუჯეტი 740 მილიონ ფუნტზე მეტს შეადგენს.
რამდენიმე დღის წინ კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმაც დაადასტურა, რომ პსჟ სერიოზულად მუშაობს ახალ პროექტზე.
„მიყვარს „პარკ დე პრენსი“, ყველას უყვარს. გულით არ დავტოვებდი ამ სტადიონს, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ დღეს ევროპის წამყვან კლუბებს 80–90 ათასიანი არენები აქვთ. ჩვენც გვჭირდება მსგავსი მასშტაბის სტადიონი,“ – განაცხადა ალ-ხელაიფიმ.
მისი თქმით, მოქმედი არენა, რომელიც 50 ათასზე ნაკლებ მაყურებელს იტევს, კონკურენტების სტადიონებთან შედარებით პატარაა და მომდევნო 3-4 წელში გუნდი ახალ მოედანზე უნდა გადავიდეს:
„დროის დაკარგვის უფლება არ გვაქვს – თუ დავაგვიანებთ, წინ წამოსულ კლუბებს ვეღარ დავეწევით,“ – დასძინა პარიზელთა ხელმძღვანელმა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
