პსჟ-ს რუსი მეკარე მატვეი საფონოვი Match TV-ის გაესაუბრა და რა თქმა უნდა, მთავარი თემა ჩემპიონთა ლიგა იყო, სადაც ჟურნალისტს რამდენიმე კითხვა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ჰქონდა.
საფონოვი ამბობს, რომ გუნდში მისი ყველაზე ახლო მეგობარი სწორედ ხვიჩაა. - გჯეროდათ, რომ პსჟ-ში გარკვეული რაოდენობის მატჩის გამართვას შეძლებდით? „რიგ მატჩებში მონაწილეობა მივიღე, ახალ საფეხურს მივაღწიე.
შეიძლებოდა საერთოდ არ მეთამაშა. მეტი მინდა, მაგრამ მოდი ვიყოთ რეალისტები“.
კვარაცხელიასთან თუ გაქვთ ურთიერთობა? „ალბათ, მასთან სხვაზე უკეთ ვურთიერთობ, რადგან ენობრივი ბარიერი გვაძლევს სრული და მარტივი საუბრის საშუალებას. მე მას რუბინიდან მიმებს ვუგზავნი ხოლმე, ის კი ყოველთვის რეაგირებს“.
- რამდენად დაეხმარა ხვიჩას ადაპტაციაში გუნდში შენი ყოფნა? „კომუნიკაბელური ბიჭია. და ასე ვიტყვი: ალბათ ხვიჩა უფრო დამეხმარა ადაპტაციის გავლაში, ვიდრე მე მას. ახლა მყავს ადამიანი, ვისთანაც თავისუფლად შემიძლია ურთიერთობა“.
- ენობრივ ბარიერთან საერთოდ როგორ ხართ პსჟ-ში? ენრიკე პრესკონფერენციებზე ესპანურად საუბრობს. „ბოლო ერთი წლის განმავლობაში გასახდელში დიდი ცვლილებები მოხდა, უფრო მეტად ფრანგული ენა ისმის. ახლა ყველა ფრანგულად ლაპარაკობს, ადრე ასე არ იყო“. - განაცხადა საფონოვმა Match TV-ისთან საუბრისას.
აქვე გეტყვით, რომ მატვეი საფონოვი პსჟ-ში 2024 წლის ზაფხულიდან ასპარეზობს. გუნდში ხვიჩაზე 6 თვით ადრე მივიდა, თუმცა როგორც თავად აღნიშნა, კვარაცხელია ადაპტაციის გასავლელად მისი დახმარება არ დასჭირვებია, პირიქით - კვარამ მას მეტი დახმარება გაუწია.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
