„პარი სენ-ჟერმენის“ ჩემპიონთა მომზადება თავისუფალი რეჟიმით მიმდინარეობს
საფრანგეთის გავლენიანი სპორტული გამოცემა L’Équipe იტყობინება, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკესა და სპორტული დირექტორის, ლუის კამპოშის გადაწყვეტილებით, ფეხბურთელებს საშუალება მიეცათ, ოჯახები ლოს ანჯელესში თან წაეყვანათ.
ამ გადაწყვეტილების მიზანი მოთამაშეებისთვის ემოციური დატვირთვის შემსუბუქებაა — სეზონის გადატვირთულ გრაფიკში ისინი მთელი დღეების მანძილზე სასტუმროში ჩაკეტილები აღარ იქნებიან და თავსაც უფრო თავისუფლად იგრძნობენ.
„პსჟ“-ს ფეხბურთელები დილას ერთობლივი საუზმით იწყებენ, რასაც დღის მთავარი ვარჯიში მოჰყვება. ვარჯიშები დაგეგმილია შუადღისთვის, რათა ისინი სრულად შეესაბამებოდეს ადგილობრივი დროით კვირას, „ატლეტიკო მადრიდთან“ გასამართი მატჩის დაწყების საათს (12:00).
ვარჯიშის შემდეგ მოთამაშეები სამედიცინო პროცედურებს გადიან, რის შემდეგაც მათ თავისუფალი დრო აქვთ. ეს ნიშნავს, რომ დღის მეორე ნახევარში ფეხბურთელები ან ქალაქში სეირნობენ, ან პირად საქმეებს აგვარებენ.
„პარი სენ-ჟერმენი“ აშშ-ში საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება და ევროპის ჩემპიონის სტატუსით სეზონის დასკვნით ეტაპს სრული მზადყოფნით ხვდება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
